აშშ-მა მიმართა ქმედებას ბირთვული საფრთხის შესამსუბუქებლად, მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას - კირ სტარმერი

22 ივნისი 2025, 12:40 138 ნახვა

ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზული საფრთხეა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

„ირანის ბირთვული პროგრამა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. არ შეიძლება, ირანს მიეცეს უფლება, შეიმუშავოს ბირთვული იარაღი და შეერთებულმა შტატებმა მიმართა ქმედებას ამ საფრთხის შესამსუბუქებლად. ვითარება ახლო აღმოსავლეთში რჩება არასტაბილური, ხოლო რეგიონში სტაბილურობა არის პრიორიტეტი. მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გამოსავალს ამ კრიზისის დასასრულებლად“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში