ქვეყნის ბირთვული ინდუსტრიის განვითარება არ გაჩერდება - ირანის ატომური ენერგიის სააგენტო

22 ივნისი 2025, 13:29 103 ნახვა

ირანის ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს, - ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ.

სააგენტო გმობს შეერთებული შტატების დარტყმებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება.

სააგენტო ადასტურებს, რომ სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მომხდარი დაგმოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში