აშშ-სა და კანადაში ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობას აპროტესტებენ

23 ივნისი 2025, 09:48 95 ნახვა

ლოს-ანჯელესის ქუჩებში ათობით დემონსტრანტი გამოვიდა  და აშშ-ის მიერ ირანის სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვა გააპროტესტა. მომიტინგეები ლოს-ანჯელესის მერიასთან და უილშირის ფედერალური შენობის წინ შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ირანელი ამერიკელები, რომლებიც ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩარევას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ამ ესკალაციამ შესაძლოა აშშ ერაყის კონფლიქტის მსგავს კიდევ ერთ ომში ჩაითრიოს. „ხელები შორს ირანისგან“  ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია კანადაში გაიმართა. 

აქციის მონაწილეები აშშ-ის საკონსულოს ოფისის წინ შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დემონსტრანტები გმობენ დასავლეთის ჩართულობას კონფლიქტში და ასევე მოუწოდებენ კანადის მთავრობას ისრაელს იარაღის ემბარგო დაუწესოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი