პოლონელი მოსწავლეები აჭარაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან

23 ივნისი 2025, 14:05 106 ნახვა

აჭარას პოლონელი მოსწავლეები სტუმრობენ. ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავიდან ათი  მე-10 კლასელი გაცვლითი პროგრამით  ბათუმში იმყოფება. 29 ივნისამდე  ქართველი და პოლონელი ახალგაზრდების ჩართულობით სხვადასხვა კულტურულ-საგამანათლებლო ღონისძიებაა დაგეგმილი. 

დღეს მოსწავლეებმა გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს, ადგილზევე ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები ჰქონდათ.  საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით კიდევ რამდენიმე ადგილის მონახულებაა დაგეგმილი.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის ოლქის მარშალის ოფისის მიერ, რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ასევე საპასუხო ვიზიტით ქართველი მოსწავლეები სექტემბერში  უკვე  ვროცლავში გაემგზავრებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი