საგნობრივი სტანდარტების განხილვა - განათლების სამინისტრო

08 ნოემბერი 2025, 11:38 104 ნახვა

საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო.   პირველი სამდღიანი შეხვედრა, რომელიც კონკრეტული საგნობრივი სტანდარტების განხილვას მოიცავს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.

გივი მიქანაძემ   სიტყვით მიმართვისას განახლებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მიმართებაში, საგნობრივი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდათ.   
 

სამუშაო შეხვედრებში განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრების საგნობრივი ექსპერტები, ფსიქოლოგები, დარგის სპეციალისტები, სკოლის პედაგოგები, დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე