მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი ბათუმიდან

30 ოქტომბერი 2025, 19:49 637 ნახვა

დღეს მოგიყვებით  პედაგოგზე, რომელმაც მასწავლებლის ეროვნული პრემია დაიმსახურა.  ქვეყნის მასშტაბით 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის, მაგდანა მათითაიშვილი ერთ-ერთია, რომელიც განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
მაგდანა მათითაიშვილი 25 წელია მუსიკის მასწავლებელია, პედაგოგიურ საქმიანობას  ბათუმის  მე-16 საჯარო სკოლაში ეწევა.  იგი საგაკვეთილო პროცესში თეორიულ სწავლებასთან ერთად, დიდ დროს პრაქტიკულ-შემოქმედებით სავარჯიშოებს უთმობს.  საინტერესოა,  როგორია  მასწავლებლის ერთი დღე სკოლაში, მუსიკალურ ნოტებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე