გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე განმეორებით 2 ივლისს დაიბარეს

23 ივნისი 2025, 14:58 99 ნახვა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ახსნა განმარტებისთვის  პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია განმეორებით, 2 ივლისს დაიბარეს.  იგი დღეს უნდა მისულიყო გამოკითხვაზე, თუმცა პარტიის ინფორმაციით უცხოეთშია ვიზიტით. დღეს კომისიამ უარი თქვა გახარიას შეთავაზებაზე კითვებისთვის ეპასუხა ონლაინ რეჟიმში. 

აცხადებენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის ირგვლივ ადგილობრივების მონათხრობი წინააღმდეგობაში მოდის გიორგი გახარიას ჩვენებასთან, ამიტომ  მიაჩნიათ, რომ  გახარიამ შესაძლოა საუბრის დროს ტექნიკური პრობლემის მიზეზით ჩართვა  შეწყვიტოს, იმისთვის რომ კითხვებზე პასუხს თავი აარიდოს.

კომისიის თავმჯდომარემ ასევე  დამატებით არგუმენტიც დაასახელა     თუ რატომ ისარგებლეს სხვებმა ონლაინ გამოკითხვის პრაქტიკით და რატომ ეთქვა გახარიას ამაზე უარი.

თეა წულუკიანის თქმით გიორგი გახარიამ საქართველოში ყოფნის დროს უკვე იცოდა, რომ ის დაბარებული იყო საგამოძიებო კომისიაზე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი