ალექსანდრე დარახველიძე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრზე

20 ნოემბერი 2025, 14:50 108 ნახვა

გერმანული გამოცდილება ქართულ კანონმდებლობაში - კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14-წლამდე პირებთან მიმართებით  ქართველ კანონმდებლები სპეციალურ კანონზე მუშაობას იწყებენ. თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს,  დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანები რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შესაბამის სერვისში ჩაერთვებიან.    

მიზანია ბავშვების დაცვა და უზრუნველყოფა, რომ  მიიღონ განათლება და სრულად იყვნენ ინტეგრირებულები თანამედროვე  საზოგადოებაში. 

მმართველი გუნდის განმარტებით, მოქმედი კოდექსი, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, არასრულწლოვანის დაკავების უფლებას არ იძლევა და საჭირო იყო ამ მიმართულებით ცვლილება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე