სტუდენტების საინფორმაციო ტური კაბადოკიაში

24 ივნისი 2025, 17:53 146 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საინფორმაციო ტურით თურქეთში იმყოფებოდნენ. 

სტუდენტები კაბადოკიის ტურისტულ პოტენციალსა და იქ არსებულ უნივერსიტეტებში ტურიზმის ფაკულტეტის სასწავლო პროცესს გაეცნენ. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და დააგემოვნეს კაბადოკიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გასტრონომიული მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კერძები.

გაიმართა ასევე ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.  საინფორმაციო ტური კაბადოკიაში კომპანია  „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით გაიმართა.

ტურში ტურიზმის გამოფენის მონაწილე სტუდენტები მოხვდნენ, რომელსაც ბათუმმა მაისში უმასპინძლა. 

საინფორმაციო ტურის ფარგლებში 40-მა სტუდენტმა კაბადოკიის ღირშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა , ისინი იმყოფებოდნენ ასევე ორდუს კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრში, სადაც ეთნიკურ ქართველებს, ჩვენებურებს შეხვდნენ.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი