პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა ცვლილებები, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო აიღებს, გარდა ამისა მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპიის 41 ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 21 სახელმწიფო და 20 - კერძო სტრუქტურას მიეკუთვნება.
მას შმდეგ რაც კანონში ცვლილებები შევა მკურნალობა, რომელსაც კერძო სუბიექტები ახორციელებდნენ და ფასიანი იყო, სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს.
კიდევ ერთი კანონპროექტი რომელზეც პარლამნეტში მსჯელობენ. პირი რომელიც წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფისთვის, ანდა შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას თუ არ გადაიხდის , ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდება.