პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
მეორე ინიციატივა კი კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას ეხება.
პარალელურად, კანონმდებლები დაჩქარებული წესით მიიღებენ "სისხლის სამართლის კოდექსში" იმ ცვლილებებსაც, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.