ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.
ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრები სხვადასხვა რეგიონში მდებარე ღვინის საწარმოებს გაეცნენ, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.
სტუმრებისთვის თბილისში სპეციალური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი.