საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირ-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მისი შედეგები ამომრჩეველთა ნებას ასახავდა - ფერიდუნ სინირლიოღლუ

02 ივლისი 2025, 23:24 147 ნახვა

პარლამენტში გქონდეს 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოზე საუბრისას უნდა შევისწავლოთ, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირ-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველთა ნებას ასახავდა.

„არჩევნებზე, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირ-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ მისი შედეგები, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველთა ნებას ასახავდა. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო, პარლამენტი. პარალმენტში 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, როგორც სინირლიოღლუმ აღნიშნა, საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, გასათავლისწინებელია ის, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა როგორც ტექნიკურად, ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. საქართველოში არსებულ ვითარებაზე როდესაც ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა სინირლიოღლუმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი