არტეფაქტების გამოფენა

03 ივლისი 2025, 19:58 125 ნახვა

ფიჭვნარის  ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა გაიმართა აჭარის ხარტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

წარმოდგენილი იყო კოლხური და ბერძნული მონეტები, ასევე ფიჭვნარის გათხრებისას აღმოჩენილი თიხის დოქები, ფიალები და სარიტუალო ჭურჭელი ,რომლებიც ტრადიციების ,რელიგიური რიტუალების ამსახველ უნიკალურ მასალას წარმოადგენს. 

გამოფენილი მასალა შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო-კულტურული ცენტრის- კოლხეთის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს აცოცხლებს.

სპეციალისტების შეფასებით წარმოდგენილი არტეფაქტები ფიჭვნარის ნაქალაქარისა და გეოგრაფიულად კოლხეთისა და ბერძნული სამყაროს კავშირის ცოცხალი ისტორიაა,სწორედ ამიტომ არის ადგილობრივი წარმოშობის მონეტებთან ერთად გამოფენილი უცხოეთიდან, კერძოდ სინოპედან  შემოსული მონეტები.

არტეფაქტები ცხადყოფს , რომ რეგიონის მოსახლეობა ჩართული იყო აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობაში, იცნობდა ბერძნულ მეტალსა და ღირებლებათა  სისტემას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში