მასშტაბური წყალდიდობა ტეხასში

06 ივლისი 2025, 11:56 111 ნახვა

ტეხასში ამ დრომდე წყალდიდობას ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი უკვე 50-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვები. კერის ოლქში საზაფხულო ბანაკში მყოფი 27 ბავშვი კვლავ დაკარგულად ითვლება. ბანაკი გუადალუპეს მდინარის პირას მდებარეობს, რომლის სიმაღლის დონეც 4 ივლისის შემდეგ  6 მეტრზე მეტით გაიზარდა. 

ტეხასის გუბერნატორის განცხადებით მაშველები ბავშვების მოსაძებნად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის დროს, 850-ზე მეტი ადამიანი უკვე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ტეხასში სტიქიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს. მისივე თქმით, ტეხასში უკვე გაემგზავრა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში