რუსეთის იერიში უკრაინაზე

23 ნოემბერი 2025, 13:52 84 ნახვა

რუსეთის იერიშის შედეგად დნიპროში 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის არასრულწლოვანი გოგო. 3 ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს აფეთქდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 23 ნოემბერს გამთენიისას რუსმა ჯარებმა უკრაინის მიმართულებით 98 მოიერიშე დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინულმა მხარემ  69 ჩამოაგდო. 

12 ადგილას დაფიქსირდა 27 აფეთქება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში