ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

23 ნოემბერი 2025, 10:34 81 ნახვა

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელსაც  27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობაში ელოდა, პოლიციამ გაქცევის საშიშროების გამო დააკავა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, დაკავება პრევენციული სახით აუცილებელი იყო, რადგან „ახალი ფაქტები“ გამოვლინდა.

მოსამართლის თქმით, წინა დღეებში დაფიქსირდა ელექტრონული სამაჯურის დაზიანების მცდელობა, სასამართლოში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლსონარუს სახლთან შეკრებილმა ხალხმა სამომავლოდ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის მონიტორინგს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში