რუსებმა ხერსონსა და ხარკოვს დრონებით შეუტიეს

07 ივლისი 2025, 10:01 98 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაზიანებულია სახლები.

ხანძარი გაჩნდა მრავალბინიანი კორპუსის ზედა სართულებზე. ოკუპანტმა იერიში მიიტანა სლობოდსკოს რაიონშიც, სადაც 5 ადამიანი დაშავდა.

დილით დრონებით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში