სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს განათლების მინისტრი შეხვდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რეგიონული განვითარების მინისტრიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.