2025 წლის პროფესიულ სტუდენტთა საშემოდგომო მიღება გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
მიღება წელს 5 მიმართულებით განხორციელდა. ესენია: საფინანსო სერვისები, ბუღალტრული აღრიცხვა, საბიბლიოთეკო საქმე, აღმზრდელი და საექთნო განათლება. პროფესიულ სტუდენტთა ოფიციალური მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე. რომელმაც პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
