კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ნობელების მუზეუმში

11 ივლისი 2025, 17:58 134 ნახვა

„ჩაი - აღმოსავლური კულტურა ზღვისპირა საქართველოში“ - ამ სახელწოდებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა ბათუმის ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია ჩაის თემაზე და ასევე ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში, მისი შემოტანიდან დღემდე.

მუზეუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე, დაეთვალიერებინათ ჩაის ჭურჭელი, სამოვარები და დაეგემოვნებინათ ჩაი, რაც მათ წარსულში ამოგზაურებდა და აღმოსავლური კულტურას აზიარებდა. 

ღონისძიება, მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილია და იგი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში