20 ივლისამდე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

12 ივლისი 2025, 18:00 290 ნახვა

 

20 ივლისამდე ბათუმი-ახალციხის გზაზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოებია.
„ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში