ურსულა ფონ დერ ლაიენის  პასუხი დონალდ ტრამპს ევროკავშირისთვის  ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით

13 ივლისი 2025, 11:45 88 ნახვა

დონალდ ტრამპის მიერ 1-ლი აგვისტოდან ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფის დაწესებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა 1 აგვისტომდე აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში კი გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს პროპორციული საპასუხო ზომების მისაღებად.


ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესება დააზიანებს შეაფერხებს ტრანსატლანტიკური მიწოდების ძირითად ჯაჭვს, რაც ზიანს მიაყენებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციანტებს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი პრიორიტეტს მუდმივად ანიჭებს აშშ-თან მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, რაც ასახავს მათ ერთგულებას დიალოგის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში