რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში მებრძოლი დაჯგუფება „ცენტრის“ მართვის პუნქტები დაათვალიერა.
პოკროვსკი, რომელსაც რუსეთი საბჭოთა პერიოდის სახელით კრასნოარმეისკით მოიხსენიებს, რუსეთის სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დონეცკის მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობის ფარგლებში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ქვედანაყოფების მეთაურებმა გერასიმოვს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
რუსეთი აკონტროლებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის თითქმის 19%-ს, მათ შორის ყირიმს და ლუგანსკის ოლქს, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 70%-ზე მეტს, ასევე ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილებს.