„ქართული ჩუქურთმათა ენა“ ამ თემაზე რელიგიის მუზეუმში მასტერკლასი გაიმართა. შეხვედრა ეძღვნებოდა ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ორნამენტული მოტივების ისტორიას, მხატვრულ თავისებურებებსა და სიმბოლურ შინაარსს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სატაძრო დეკორის სხვადასხვა დეტალი – ქვის ჩუქურთმები, სარკმლების, კარნიზების და სვეტების ფორმები. მასტერკლასის ერთ-ერთ თემატურ ხაზს წარმოადგენდა აჭარაში თურქული მმართველობის პერიოდში ლაზი ოსტატების მიერ აგებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების დეკორში გამოყენებული ქართული ჩუქურთმების მაგალითები.