დღეს ,,ქუჩის მხატვრობის’’ ფესტივალი დასრულდა. აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანმა, იოსებ ჯორბენაძემ ბათუმის პორტის კედელს ქალაქისთვის სახასიათო ელფერი შესძინა. მხატვარმა კედელზე ბოლო შტრიხები შეიტანა და ამით ნამუშევარი დაასრულა.
კედლის მოხატვაში, იოსებ ჯორბენაძის ავტორობით, ერთი ხაზით, 15-მა დამწყებმა და პროფესიონალმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.
ორგანიზატორების თქმით, ,,სთრით-არტი’’ ამ ფორმატით ქალაქში პირველად შესრულდა.
,,ქუჩის მხატვრობის’’ ფესტივალი, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა, 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე