„მუსიკა ბათუმიდან" - საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი

19 აგვისტო 2025, 12:51 91 ნახვა

საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან“ გრძელდება. მესამე  საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე ვაჟა ტუღუში და სხვა მოწვეული მუსიკოსები წარსდგნენ.

საავტორო მუსიკის კონცერტები ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს შენობის წინ იმართება და რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემა FM 104.5-ზე. დღეს მსმენელის წინაშე ჯგუფი „ასეა სულ„ წარსდგება. 24 აგვისტოს კი გასვლითი კონცერტი  ქედაში გაიმართება. 

ფესტივალის მიზანი საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. მასში ცნობილ ავტორ-შემსრულებლებთან ერთად ახალგაზრდა მუსიკოსებიც მონაწილეობენ, რომლებიც ქმნიან საავტორო მუსიკას.

პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში