ზუგდიდში ვლაქერნობა აღენიშნება

15 ივლისი 2025, 11:43 107 ნახვა

ზუგდიდში ვლაქერნობა აღენიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გამოაბრძანებენ და ტაძარში დააბრძანებენ, სადაც საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.მანამდე სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს რეგიონებიდან მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა ხატებითა და გალობით გამართეს.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავლაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობროვო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან. ღვთისმშობლის კვართი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და პილიგრიმებს მასთან მოლოცვის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი