თურქეთის სასამართლომ სტამბოლის ყოფილ მერს, ექრემ იმამოღლუს პროკურორის მიმართ „საჯარო შეურაცხყოფის“ და „მუქარის“ საქმეზე 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა.
ბრალდების მხარე, იმამოღლუს 7 წლით პატიმრობას და საჯარო თანამდებობებზე მუშაობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა, თუმცა მოსამართემ პროკურორის არცერთი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება, ყოფილი მერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.