პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, რადგან ოთხივე ერთი პოლიტიკური ძალაა - პრემიერი

17 ივლისი 2025, 11:59 100 ნახვა

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა.

„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, რადგან ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი