ცესკოს განცხადება

18 ივლისი 2025, 11:26 121 ნახვა

ცნობილია იმ პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომლებმაც რიგითი ნომრის მისანიჭებლად ცესკო-ს მიმართეს, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში. 

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით  ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, მათ შორის მათ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.  ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

ასევე  „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გირჩი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ცესკოში რეგისტრაციის მიზეზად საარჩევნო ნომრების შენარჩუნებას ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი