აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ისინი პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.
მსვლელობას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
დედაქალაქის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება 8 საათზე დაიწყეს.