იაპონიაში პარლამენტის ზედა პალატის შემადგენლობას ირჩევენ

20 ივლისი 2025, 09:19 90 ნახვა

იაპონიაში  საპარლამენტო არჩევნებია. ამომრჩევლები პარლამენტის ზედა პალატას იგივე მრჩეველთა პალატას ირჩევენ.  მრჩეველთა საერთო რაოდენობა 248 შეადგენს და მათ   6 წლიანი ვადით ირჩევენ. ყოველ სამ წელიწადში, პალატის შემადგენლობის ნახევრის განახლება ხდება.

ანალიტიკოსების განცხადებით, არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება, რადგან  ფასების ზრდა და მიგრაციის საკითხები პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბას ძალაუფლების შესუსტებით ემუქრება.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, იშიბას ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას და კოალიციურ პარტნიორ კომეიტოს შესაძლოა ვერ მიიღონ 50 მანდატი, რომელიც საჭიროა 248-ადგილიანი პარლამენტის ზედა პალატაში კონტროლის შესანარჩუნებლად. 

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გადასახადების შემცირებას და სახელმწიფო ხარჯების გაზრდას ითხოვენ, გამარჯვებას მოიპოვებენ, მათ შორის მემარჯვენე „სანსეიტო“, რომელიც ამომრჩევლებს იმიგრაციის შეზღუდვას, უცხოური კაპიტალის შემოდინების  და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული ნაბიჯების შეჩერებას პირდება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი