უკრაინა რუსეთს დელეგაციების ახალ შეხვედრას სთავაზობს

20 ივლისი 2025, 10:01 125 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვს მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარება შესთავაზა და, რომ მას სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარება. უკრაინამ და რუსეთმა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სტამბოლში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს.

ისინი შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლაზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს გარღვევას თითქმის სამნახევარი წლის კონფლიქტის დასრულებაში, რომელიც  2022 წელს რუსეთის  უკრაინაში შეჭრით დაიწყო. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, - თქვა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსტემ უმეროვმა, რომელიც სტამბოლში ორივე მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს გაუგზავნა შეთავაზება შეხვედრის მომავალ კვირას ჩატარების შესახებ. უმეროვი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გასულ კვირას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა და რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გააქტიურება დაევალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი