ირანი და რუსეთი კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს გეგმავენ

20 ივლისი 2025, 19:28 122 ნახვა

ირანი და რუსეთი საზღვაო ძალები კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს გეგმავენ

სამაშველო და დახმარების წვრთნები, კოდური სახელწოდებით CASAREX 2025, კასპიის ზღვაში ორშაბათს, 21 ივლისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.

„ერთად უსაფრთხო და დაცული კასპიის ზღვისთვის“ - ამ თემაზე, წვრთნებს ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტი უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი სარდლობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნებში ასევე ჩაერთვებიან დამკვირვებლები კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის რამდენიმე სახელმწიფოდან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი