პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა

21 ივლისი 2025, 13:51 134 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე - ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დაესწრო.

მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი