მზია ამაღლობელის სასამართლო

21 ივლისი 2025, 14:09 104 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის საქმეზე ამ წუთებში დაცვის მხარის ბოლო მოწმეს, ნევროლოგ ნათია ხარატს უსმენენ. საექსპერტო მოკვლევისთვის ექიმ- ნევროლოგს  სწორედ ადვოკატებმა  მიმართეს და მან შეისწავლა სილის გაწვნის ვიდეო.  ნათია ხარატმა ახსნა როგორ მუშაობს ადამიანის სხეულზე ტკივილი.

მოწმის განმარტებით, ტკივილს თან უნდა ახლდეს ტკივილისთვის სხვა დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად ქსოვილის დაზიანება ან სხვა, რაც ტკივილის განცდას უფრო დამაჯერებელს ხდის. ნევროლოგის განცხადებით ირაკლი დგეუბაძის შემთხვევაში აღნიშნული გარემოებები  სახეზე არ არის.  

რა კატეგორიის ტკივილზე შესაძლოა საუბრობდეს ბათუმის პოლიციის უფროსი? - ამის დაკონკრეტება სთხოვა ნევროლოგს ადვოკატმა.  

ნათია ხარატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ზიანი, არ შეცვლილა სახის მიმიკა, არ ყოფილი გართულებები და რთულია კატეგორიის მინიჭება. 

ექიმის მოსაზრებით, ის რომ სილის გაწვნის შემდეგ დგებუაძემ ტკივილი განიცადა, ამას არ ადასტურებს არც ერთი ობიექტური გარემოება, კერძოდ ვიდეო კადრებში სილის გაწვნიდან რამდენიმე წუთში  სახეზე სიწითლეც კი არ აღენიშნებოდა. ექიმი-ნევროლოგის ჩვენების დასრულების შემდეგ, სასამართლო მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენას დაიწყებს. 

სხდომის დაწყებამდე  მედია მენეჯერისა და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია გამართეს ამაღლობელის კოლეგებმა, მხარდამჭერებმა და ახლობლებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი