საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღდეგ მედიის წარმომადგენლების სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო.
გასაჩივრებულია საკანონმდებლოო ორგანოს მიერ დამტკიცებული ის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც აკრედიტირებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუს ჩაწერის დროს პარლამენტარი ინტერვიუზე უარს იტყვის და ჟურნალისტი არ შეწყვეტს კითხვების დასმას.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციები არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ზღუდავს ჟურნალისტთა უფლებას, დასვან აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები.
სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ მედიისთვის საკანონდებლო ორგანოში აკრედიტაციის შეჩერება ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე