თვითმმართველობის არჩევნები - განცხადებები

22 ივლისი 2025, 14:01 120 ნახვა

კიდევ ერთი შეთავაზება ოპოზიციას, ამჯერად გიორგი ვაშაძისგან.  სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს.

გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მისაღწევად. იგი წერს, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა და შესაძლებლობა გამარჯვებისთვის.

საპატიმროდან წერილს ავრცელებს მამუკა ხაზარაძეც. წერს, რომ “არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს", - ასე ფიქრობს  "ლელოს" ლიდერი.

ამბობს, რომ არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს “ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი