ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის შესახებ 

25 ივლისი 2025, 13:58 163 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პროგრესია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დიდი ხნის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხრიდან სიგნალებს პირველად ხედავს.

ასევე აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ დისკუსიები ლიდერების შეხვედრით უნდა დაიწყოს და უკრაინა ამ საკითხს საჯაროდ მუდმივად აყენებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში