არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება - გიორგი ვოლსკი

27 ივლისი 2025, 19:25 153 ნახვა

კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომლებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი იქნება.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, ასწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ, და არა მარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. 

სუს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივიქმედებების შედეგად სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში