ჩინეთში სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

28 ივლისი 2025, 11:30 111 ნახვა

4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაკარგულად ითვლება ჩინეთში  წყალდიდობებისა და მეწყერის შედეგად. პეკინისა და ჩრდილოეთ ჩინეთის მიმდებარე პროვინციებში  ძლიერმა წვიმებმა მეწყერისა და წყალდიდობის რისკები გააძლიერა, რის გამოც ხელისუფლებამ 4 ათას 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, პეკინის მიუნის გარეუბანში წყალდიდობამ და მეწყერმა მრავალი სოფელი დააზარალა. სტიქიის რაიონში 10 ათასზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება  ელექტროენერგია.  ბოლო წლებში ჩრდილოეთ ჩინეთში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა, რაც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს, მათ შორის პეკინს, წყალდიდობის რისკს უქმნის.  მეცნიერები ჩინეთის ჩვეულებრივ მშრალ ჩრდილოეთში ნალექების ზრდას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში