გერმანიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

28 ივლისი 2025, 11:32 132 ნახვა

სამი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გერმანიაში.  ქალაქ ბიბერახის რაიონული სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით,  ყველა დაშავებულს  სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე თავდაპირველად 120-მდე მაშველი გამოიძახეს, კატასტროფის მასშტაბის დადგენის შემდეგ კი დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის მიზეზად ავარიის დროს ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყერი დასახელდა.

მატარებელში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა რიდლინგენსა და მუნდერკინგენს შორის რკინიგზის მონაკვეთზე, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ესაზღვრება. მატარებელი  90 კილომეტრიან მარშრუტზე მოძრაობდა ზიგმარინგენსა და ულმს შორის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში