ცუნამის საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა იაპონიაში

30 ივლისი 2025, 11:23 337 ნახვა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ცუნამის შესახებ  გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ჩრდილოეთით  ჰოკაიდოს სანაპირო ზოლთან 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღებს ელოდებიან. მოსახლეობას შემაღლებული ადგილებზე სასწრაფო ევაკუაციისკენ  მოუწოდებენ.  იაპონიის  ეროვნულმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მთავრობამ იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს დიდ ნაწილზე ევაკუაციის ბრძანებები გასცა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, ჩინეთში, აშშ-ის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, ალასკის კუნძულებზე, ასევე ჰავაისა და გუამზე. მოსახლეობას სანაპირო რაიონების  დატოვებისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი