აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადებით, ოთხშაბათს კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში, ლემურის საზღვაო საჰაერო ბაზასთან ახლოს, ეფ-35 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. „პილოტმა კატაპულტირება წარმატებით მოახდინა და უსაფრთხოდ არის. დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია ლემურის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კატასტროფის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ავარიის მიზეზების გამოძიება გრძელდება. ეფ-35 გამანადგურებლების მწარმოებელმა აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა, ლოკჰიდ მარტინმა სამუშაო საათების შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.