ბათუმის მერიის ინფორმაციით, გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეკონსტრუქცია-აღდგენა ჩაუტარდა 35 სპორტულ მოედანს, საიდანაც 4 სრულად განახლდა. უკვე დასრულდა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაფიელ ერისთავის ქ.#50-ის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            