მინი სტადიონის რეაბილიტაცია

14 ივლისი 2025, 14:39 153 ნახვა

დაბა ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში ბეტონის ფილის,  სექციური ღობის, ლითონის კონსტრუქციებისა და ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.  სპორტულ მოედანზე მოეწყო როგორც კალათბურთისთვის, ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.  წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლების:  აქუცის, უჩხითისა და მახუნცეთის სპორტულ მოედნებს. ხოლო სოფელ ხარაულაში ახალი სპორტული მოედანი აშენდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში