ბათუმში სპორტული ფორუმი გაიმართა. მასში წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროს 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური შეხვედრები და დისკუსიები სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმი „სპორტული წარმატების სტრატეგია“ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე