შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა

02 აგვისტო 2025, 11:01 97 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.

"სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.

 

მხარეებმა, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებს, კერძოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს, რომელიც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება.

 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი