„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა. მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება. ქობულეთში კანდიდატად ირაკლი ცეცხლაძე დასახელდა. ხელვაჩაურში მმართველმა გუნდმა არჩევანი ზაზა დიასამიძეზე შეაჩერა. ქედაში მამუკა თურმანიძე წარადგინეს. შუახევში კანდიდატი ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იქნება.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.